აღმოსავლეთით
ტკივილზე არ უნდა იფიქრო. ტკივილი არ უნდა გახსოვდეს. ტკივილი არ არსებობს. სადა ხარ სანდრო? სანდრო ახლობელი ხმა – “ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.” “რა საოცარია, სანდროს … Continue reading
მონოგამია
არასდროს, ბავშვობაშიც კი, არ ვთვლიდი, რომ მონოგამია ნორმაა. არც ახლა ვთვლი, არც ოდესმე ჩავთვლი. არ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ერთი სტანდარტით უნდა მიუდგეს ურთიერთობას. არ ვფიქრობ, რომ ყველა წყვილი ერთნაირად … Continue reading
ორიოდე სიტყვა Club of Liberty-სა და თავისუფლების ბანაკზედ
Club of Liberty თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შეიქმნა და იმის მიუხედავად რომ არსებობის სულ რამდენიმე წელს ითვლის, საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. კლუბის მიზანი საზოგადოებისთვის თავისუფლების იდეების გაცნობა და … Continue reading
Midnight in Paris, ანუ შუაღამე სნობებისთვის
თუ თქვენ პარიზში დროსა და სივრცეში დაიკარგეთ, ჯობს არ მოუყვეთ ამის შესახებ მან რეის, დალის, ან ბუნუელს და მითუმეტეს, სამივეს ერთად. ისინი აუცილებლად გაგიგებენ. არ ვიცი კანში ზუსტად რა მოხდა … Continue reading
ლარს ფონ ტრიერის მელანქოლია
ძალიან მნიშვნელოვანი ბმული ზის ლარს ფონ ტრიერი ხის სავარძელში, აცვია შავები და სადღც, სივრცეში რაღაც კონკრეტულს მიშტერებია. ყოფიერება, რა თქმა უნდა, უცხოა მისთვის, უმნიშვნელოა გარემოც. ოთახში ბნელა და მკრთალი სინათლე … Continue reading
Kidnapped by Neptune
does anybody know a cute girl with some pom poms? ზიხარ 70-იანების ვალიანტში, ქარი სახეში გცემს და თმას მტვრით გივსებს. მიდიხარ 301-ე ავტოსტრადაზე, სავარაუდოდ, სადღაც ჯანდაბაში. დრო გაქვს უამრავი და შეგიძლია ყველაფერზე … Continue reading
უმბერტო ეკო – “ვარდის სახელი”
“ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან” მერე კადნიერებაში ბრალი რომ არ დამდოთ, თავიდანვე გამოგიტყდებით რომ ორიოდე ესესა და ერთი მოთხრობის გარდა ეკოსი არაფერი წამეკითხა “ვარდის სახელს” ისე … Continue reading
მილან კუნდერა – “შეუცნობელი”
ემიგრანტობა, თუნდაც გარემოებით თავს მოხვეული, მისი ნების მიუხედავად, გაუცნობიერებლად მისი ცხოვრების საუკეთესო გამოსავალი იყო. “ოდისეა”, რომელიც ანტიკური ბერძნული კულტურის გარიჟრაჟზე დაიბადა, ნოსტალგიის დამამკვიდრებელი ეპოპეაა. მოდით, ხაზი გავუსვათ: ოდისევსი ყველა დროის … Continue reading
ჩაკ
“პორტლენდის რეისზე, თვითმფრინავში სტიუარდი ჩემკენ გადმოიხარა და მთხოვა, მისთვის სიმართლე მეთქვა. მისი აზრით, ეს წიგნი სინამდვილეში ბრძოლას არ ეხებოდა. დაჟინებით მიმტკიცებდა, წიგნი ჰომოსექსუალებზეა, რომლებიც თურქულ აბანოებში სხვების თვალწინ ერთმანეთს ჟიმავდნენო.” … Continue reading
პოლი-პოლი-ინტერპოლი
მათზე ამბობენ რომ შორეული 90-იანების ბოლოს სხდებოდნენ ნიუ იორკელი ბიჭები Joy Divisions და The Chameleons უსმენდნენ და ბოლოს ჯგუფიც შექმნეს, თავიდან რამდენიმე სახელი გამოიცვალეს, შემდეგ ინტერპოლი დაირქვეს და სიმღერების ჩაწერა … Continue reading
შემოდგომის ყვითელი სიმშვიდეები ბეტონის ნაცრისფერ ქალაქში
ჯვარს ეცვი თუ გინდა! თბილისში დარჩენილი ადამიანებისთვის შემოდგომა თითქმის არასოდეს დგება. არც გაზაფხული, არც ზამთარი და საერთოდაც, რთულია თბილისში სხვადასხვა სეზონები, სითბოები და სიმშვიდეები მთელი თავიანთი დადებითი მხარეებით თუ არა … Continue reading
კედლის უკან დამალული კინოფირები
რას იტყოდით თქვენთვის რომ ეთქვათ მუსიკას არ მოუსმინოთ, არასდროს იცეკვოთ და ფილმებს არ უყუროთო? თუ ქალი ხართ ბურკა ჩაიცვით და ქუჩაში მხოლოდ ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად იარეთო? წიგნები დაწვით, ეშმაკის … Continue reading
საბურავებით გამთბარი თაობა
ადამიენები მუზეუმივით არიან, ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე აგროვებენ ამბებს და ისტორიებს, მერე კი მზად არიან დამთვალიერებლები მიიღონ და ეს ისტორიები ყველას გაუზოარონო – ასე ამბობდა კუნდერა. როცა ეს ფრაზა პირველად წავიკითხე, … Continue reading
და მეზობლებმა რა თქვეს?!
ანუ, როგორ დაგვამხვეს თავზე ქართული სიწმინდე <3 პოსტი ეძღვნება ქართველი ქალის კდემას <3 მუსიკოსები უცნაური ხალხია. კონკიას ზღაპრები უყვართ, მაგრამ ხანმოკლე. უყვართ და პრინციპში ჭირდებათ კიდეც.. ისო, ესო.. იმიჯიო, ფანებიო.. … Continue reading
ყველაზე პრეტენზიული გოგონები
Nini Okropiridze-Kruczynski “შეიძლება დაკუჭული ქაღალდი გაჩუქოს, ან ყდაშემოცრეცილი ძალიან საინტერესო წიგნი, 2 ლარად რომ იყიდა ბუკინისტებში, ყველას წააკითხა არავის აჩუქა, ძალიან უყვარდა, მაგრამ შენთვის გაიმეტა. მთავარია რა დატვირთვა ექნება იმ საჩუქარს … Continue reading
“შიმშილით” დაღუპული საქართველო
ძალიან კი შევაწყინე თავი ბავშვების თემით იმ რამდენიმე ადამიანს ვინც ამ ბლოგს კითხულობს, მაგრამ არ შემიძლია არ დავწერო. გუშინ, სახლში მოსულს ტელევიზორი “მაესტროზე” დამხვდა ჩართული და ტელემაყურებლის ასეთ კომენტარს შევესწარი … Continue reading
დრო მშვიდობისა
“2011 წელი, განახლებული ჟურნალი ახალგაზრდა სარედაქციო ჯგუფით. ექსპერიმენტალური დიზაინით. თემატური ანარქიით და სპეცპროექტით “ცუგცვანგი”. ე.ი. პირველად გესმით? მაშინ მოისმინეთ, უფრო სორად, წაიკითხეთ. 16 თებერვალი იყო და სულ არ ციოდა, ჩქარი … Continue reading
ვის ეშინია მიშელ უელბეკის?
“ცხოვრება ბრძოლაა, წაგებული ბრძოლა, სადაც ყოველთვის არსებობს მოგბის იმედი..” ფრანგი მწერალია. ოდნავ სკანდალური და სულ ოდნავ პროვოკაციული. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ სიტყვა “ოდნავ” ოდნავ ზედმეტია, უფრო სწორად კი – ძალიან … Continue reading
დოქტორი არანოფსკი, ანუ როგორ გადავეჩვიე ცინიზმს და შევიყვარე პორტმანი
ღამეა, ცივა, მაისურის ამარა ავდექი საწოლიდან და მინდა ჩემი ბედნიერება მსოფლიოს გავუზიარო, თუმცა მსოფლიომ უკვე უჩემოდაც გაიზიარა. სიტყვები არ მყოფნის, თითები თავისით კრეფენ რამდენიმე ასოს და მერე ისევ მათ და … Continue reading
ბიჭი, რომელიც გადარჩა და ჩემ თვალწინ გაიზარდა
თხოვნა.. მოთხოვნა.. გაფრთხილება თბილისის მერიას მოვითხოვთ აიღოთ თბილისში არსებული ყველა ძეგლი და მათ ნაცვლად დადგათ ჰარი პოტერის პერსონაჟების მოძრავი ძეგლები (თუ პორტრეტები მოძრაობენ და ლაპარაკობენ, ძეგლებიც შეძლებენ). უარის შემთხვევაში იმპერიუსის … Continue reading
მოკალი ნაძვი! ა უკაცრავად, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ
“შენი არ ვიცი და მე კი დიდი სიამოვნებით წავიღებდი სახლში ამ მოჭრილ ნაძვს და მშვენივრადაც მოვრთავდიო – მითხრა ერთმა ჩემმა თითქმის მგობარმა, როცა ერთ საღამოს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიარეთ … Continue reading
ჩემი და ტარჯეი ვესაას უჩუმარი ხიდები
“შორიდან წამობერილი ქარი და ხის ძველი ხიდი: იქ, მდინარის ზემოთ, მაღლივი გზა გადის. ხიდის ჩაჟამებული მოაჯირი, მზითა და ქარ-წვიმით დახრული მისი ქვები..” -ასე გიპასუხებთ თუ მკითხავთ როგორია ტარჟეი ვესაას იდუმალი … Continue reading
თოვლი
“dearest, I feel certain, that I’m going mad again. I think we can’t go through another of these terrible times and I shan’t recover this time..” ისეთი შეგრძნება მაქვს, სული … Continue reading
დაკარგული შაბათების სითბო
ბავშვობაში ორი შაბათი მიყვარდა: დილით რომ ადრე ვიღვიძებდი და ხის ფეხებზე შემდგარ ტელევიზორს ვუყურებდი და დედა რომ გრიმების ზღაპრებს გვირიგებდა მე და ჩემ ორ მეგობარს. შემოვსხდებოდით აივანზე მდგარ მაღალ სკამებზე … Continue reading
ჩემი მეზობლის საყვარელი
ჩემი მეზობლის საყვარელი ძალიან უცნაური ვინმეა. სახლიდან დილით ადრე გადის და შინ გვიან ღამით ბრუნდება. შემთხვევითშეხვედრებს ყოველთვის თავს, ხოლო შემხვედრებს თვალს არიდებს. კარგად რომ არ ვიცნობდე შეიძლება მუნჯიც მგონებოდა. არასოდეს … Continue reading
..
იყავი ჩემი მეგობარი მე მჭირდება, რომ ბალახზე ვიარო ზოგჯერ ფეხშიშველმა . . . ბალახზე შენთან. მე მჭირდება, რომ ლექსები ვიკითხო ზოგჯერ ლექსები . . . შენთან. რომ მე როგორც ქალს, … Continue reading
Autumn Leaves
წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა ახლა. ჩემი ყველაზე საყვარელი დრო. ისეთი დრო, სხვა სეზონებზეც რომ მახსენდება ყოველთვის, როცა თბილ ჩაის ვსვამ და მაშინაც, როცა არ ვსვამ. ყველაზე ლამაზი განწყობების და მოგონებების … Continue reading
Carpe Diem.. მე მინდა მქონდეს წამი, რომ ის გავუშვა
“ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე; მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს” რთულია რაიმეს დაჭერაზე წერო, როცა შენ მხოლოდ იმიტომ გინდა ოქროს თევზი, რომ ის … Continue reading
უცნობი ადამიანები ნაცნობი ფოტოებიდან, სიზმრები მე და ის, რომ წარსულის მერე მომავალი იწყება
მაშ ასე, ძვირფასო კიწი! დამთავრდა ჩემი ანა ფრანკობა და შენც დამთავრდი. დამთავრდი-თქო გეუბნები, თორემ ბლოგიც დამთავრდება, მეც და შესაბამისად შენც დამთავრება მოგიწევს. აბა რა გგონია? გგონია მართლა დამოუკიდებლად არსებობ? არა, … Continue reading
ზღვას გატანებული ფესტივალის ნოსტალგია
ბათუმის კინოფესტივალის ერთი კვირა ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული ერთი კვირა იყო უკანასკნეკლი ერთი წლის მანძილზე. ბათუმის კონოფესტივალის ერთი კვირა ყველაზე ლამზი ერთი კვირა იყო ჩემი უახლოესი წარსულიდან. ბათუმის კინოფესტივალის ერთ … Continue reading
ქართველი “კინომანები” ne chantera pas.. ანუ დარბაზიდან გაქცეული საზოგადოება
დღეს, თუკი ქართველებს შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოში კინო არსებობდა და იმის თქმაც, რომ აქ როდესღაც დიდი რეჟისორებიც გვყოლია. მადლობა სულ რამდენიმე ადამიანს უნდა გადავუხადოთ: ფარაჯანოვს, მიხეილ კალატოზიშვილს, კოტე მიქაბერიძეს, … Continue reading
ყველაზე რეალისტი მეოცნების ამბავი ბათუმიდან
თქვენ იცნობთ ოსამას? არა, ოსამა ბინ ლადენი არ არის.ოსამა ყველაზე ლამაზი ქაბულელი გოგოა. ოსამას შეუძლია, რომ ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დროს ყველას დაუმტკიცოს ქალის და კაცის თანასწორობა. ოსამას შეუძლია ქოთანში ჩარგოს … Continue reading
თოვლით ავსებული სულის ამბები ბათუმიდან
“ყველაფერი ამქვეყნად სამყაროს საჩუქარია..” ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები.. არა, მე ჯერ არ ვბერდები. გუშინ, ფესტივალზე კი სული ნამდვილად ამევსო თოვლით. ყველაზე თბილი თოვლით, რაც კი … Continue reading
კონტროლის ლიმიტი ახლო კადრს მიღმა
ჯარმუშიც არის და ჯარმუშიც.. მაგრამ სად არის ჯარმუში? კიდევ ერთი “მოლოდინის პოსტი”. პოსტი ეძღვნება “კონტროლის ლიმიტს”, ფილმს, რომელზეც ეს პოსტი უნდა ყოფილიყო. ისევ ბათუმში ვარ, არ წვიმს, ვსეირნობ თითქმის ცარიელი … Continue reading
რით გავერთოთ? ანუ მზესუმზირის წვიმობანა და შჯიბრი ბბუშტების გაბერვაში
რა შეიძლება აკეთო ჩაბნელებულ დარბაზში, როცა აუდიტორიის (სამწუხაროდ მცირე) ნაწილი ფილმს უყურებს? ახრატუნო პოპკორნი, დალიო პეპსი, ყავა, ჩაი, ლუდი, წინა რიგებში მჯდომ მაყურებელს დაუშინო კრეკერების წვიმა. დაუწყო ჩხუბი ბაღის ასაკის … Continue reading
კაცი, რომელსაც მუსიკა არა მხოლოდ უყვარდა, ესმოდა კიდეც
ზბიგნევ რიბჩინსკი ფესტივალის აღმოჩენაა ჩემთვის. არა, უფრო სწორად წლის აღმოჩენა. კაცი, რომელიც პირველივე არტიდან შემიყვარდა. შემიყვარდა შემოქმედებითად. მოგვიანებით, კი აღმოვაჩინე, რომ პიროვნულადაც ძალიან მომხიბვლელი და საინტერესო ადამიანია. რიბჩინსკი პოლონელი რეჟისორია. … Continue reading
უფრო უცნაურად ვიდრე სამოთხეში – ანუ ჯარმუში ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე
მასზე ამბობენ, რომ გენიოსია. მასზე იმასაც ამბობენ,რომ თუკი დღეს ვინმე ფილოსოფიურ კინოს იღებს, ეს ჯიმ ჯარმუშიაო. თავად კი ამბობს, რომ მისი ფილმები სოციალური შეუსაბამობებია, “ამერიკული ოცნების ბნელი მხარე”. ამაში ალბათ … Continue reading
ჩემი კინოშემოდგომა
ამბობენ, რომ ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქია საქართველოში. რატომღაც ვეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ ზღვისპირეთში დასვენებისთვის ბათუმი თიტქმის არასოდეს შემირჩევია. ბათუმში სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. პირველად ღრმა ბავშობაში, მერე რამდენიმე წლის წინ … Continue reading
რა უნდა გააკეთო ადამიანისთვის რომელიც გიყვარს?
არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა შეყვარებული, ან არ გონებია, რომ შეყვარებულია. ეს ორი რაღაც ისე გავს ერთმანეთს, გარკვევას ნუ შეეცდებით, ეჭვი მაქვს არ იქნება ადვილი. სიმართლე გითხრათ … Continue reading
ერთად დახატული მშვიდობა
აგვისტოს ომი ერთადერთი ომია, რომელიც ისევ ჩვენშია, ისევ ნათლად გვახსოვს, ისევ განვიცდით და შედეგებიც ჯერჯერობით ისევ სახეზეა. არადა 2 წელი გავიდა. რა შეიცვალა ამ ორ წელში? მგონი არც არაფერი. უფრო … Continue reading
ღვთისმშობლის ხატი
სახლში ვარ, 7 წლის ვარ, ვჩქარობ, ვფუსფუსებ, ტანსაცმელს ვეძებ, კარადას ვაღებ, ყველაფერს დაბლა ვყრი, თავსაფარს ვიღებ და გავრბივარ. ვჩქარობ. ქუჩაში ხალხი მიყურებს. მე მივრბივარ. ეკლესიის ეზო. ბევრი ხალხი. შესასვლელიდანვე სუნთქვა … Continue reading
კუმარი
ფსიქემ მთხოვა, მის ბლოგზე სტუმარ-პოსტი დამეწერა და აი მხვდა წილად პატივი შუაღამისას აქ შემომედგა ჯერ მარცხენა და მერე მარჯვენა ფეხი და კლავიატურის წკაპაწკუპით შევდგომოდი წერას. უი, ჰო… სულ დამავიწყდა მეთქვა, … Continue reading
წყაროს წყარო ფსიქეს ქუჩაზე
როცა ფსიქეს ქუჩაზე წყარო ავტოკატასტროფაში დაიღუპა წყაროს წყარო გააკეთეს : )) ზემოთხსენებულს რო წაიკითხავს ფსიქე ასეთ სახეს მიიღებს ფსიქე ერთადერთი გულწრფელი აფერისტია რომელიც მინახავს ბლოგოსფეროში, თბილისში, საქართველოში, ევრაზიაში, დედამიწაზე, მზის … Continue reading
From Enchantment to Down
წინა პოსტში ვთქვი ორიოდ სიტყვა ეუხენიო რეკუენკოს თვალით /ობიექტივთ დანახულ ცნობილ ზღაპრებზე. ეს პოსტი კიდევ დისნეის პრინცესებზეა. მოკლედ, ამჯერად ფრანგმა ფოტოგრაფმა ტომას ჩარნეცკიმ (Thomas Czarnecki. ეშმაკმა იცის სწორად გამოვთქვი თუ … Continue reading
Eugenio Recuenco-ს ზღაპრები Vogue-სთვის
ზღაპრების თემას ბევრი ცნობილი და სავარაუდოდ უცნობი ფოტოგრაფი შეხებია. ალბათ გინახავთ აკვარიუმში გამოკეტილი არიელი, ფიფქია ბავშვებით ხელში, კიბეზე წაქცეული ან უგონოდ მთვრალი კონკია, პიტერ პენი გორგოლაჭებიან სავარძელში, მსუქანი წითელქუდა მაკდონალდსის … Continue reading
ქარის მოტანილი წერილების დღე
ბავშვობაში, ზღვაზე რომ მივდიოდი ყოველთვის გულმოდგინედ გავყურებდი ტალღებს ზღვის ნაპირს რომ ეხეთქებოდნენ და სულ ვოცნებობდი ზღვას ჩემთვის ბოთლში ჩადებული წერილი მოეტანა, რომელიც წლების წინ ჩაძირული ან დაკარგული გემიდან ისროლეს, წერილი … Continue reading
Brutti sporchi e cattivi
Brutti sporchi e cattivi (Ugly Dirty and Bad) გინახავთ ეს ფილმი? არა? არაუშავს. ყველაფერი გამოსწორებადია. არა ყველაფერი არა, მაგრამ ასეთი მარტივი შეცდომები ნამდვილად შეიძლება გამოსწორდეს. მე არაფერს გაძალებთ, არც ფილმზე მოგიყვებით. … Continue reading
მე მომწონს მათე
რაღა თქმა უნდა ჩემი დაწერილი არ არის, ეკუტვნის სემ გრინს <3 ეძღვნება მათეს, პირველ ჭკვიან ბიჭს, რომელიც მომწონს..
“საიდუმლო სირობა” – ანუ გავიხსენოთ კინოკლასიკა და გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები
როცა მოთხრობების კრებულის კითხვა დავიწყე, პირველი, რაც გამახსენდა ბოკაჩოს დეკამერონი იყო. განმარტოება, სრული აპათეა და სრული თავისუფლება სამყაროსგან. ისინი ცამეტნი იყვნენ, ისევე როგორც ქრისტე და მისი მოწაფეები, ანდა ისე, როგორც … Continue reading