Tag Archives: BIAFF

შემოდგომის კინოფესტივალის მოკრძალებული ხიბლი

ყველაზე კარგი ამბებიც კი აუცილებლად დამთავრდება. ჰოდა რა გასაკვირია ბათუმის კინოფესტივალიც რომ დამთავრდა. თბილისში ჩამოვედი, რამდენიმე დღემ გაიარა და ახლა უფრო ადვილია მთელი განვლილი 8 დღის შეფასება. ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს წელს უკვე მეორედ დავესწარი და შემიძლია რამდენიმე უტყუარი დასკვნა … Continue reading

12 Comments

Filed under კინო

დიდი იმედები, იმედგაცრუებები და იმედები

დილით ადრე ადგომა, ღამით პლაჟზე წოლა, ცაში არეკლილი ზღვის ყურება და ნიკ ქეივის მოსმენა. ანას ნიკის. ცოტა ლუდი და ბევრი მელანქოლია. სამი დღეა რაც ანა ჩამოვიდა და მთელი ჩვენი განწყობა აივსო “მელანქოლიით”. ვისხედით და ვითვლიდით საათებს, წუთებს, წამებს ფილმამდე, რომელიც … Continue reading

3 Comments

Filed under კინო

კედლის უკან დამალული კინოფირები

რას იტყოდით თქვენთვის რომ ეთქვათ მუსიკას არ მოუსმინოთ, არასდროს იცეკვოთ და ფილმებს არ უყუროთო? თუ ქალი ხართ ბურკა ჩაიცვით და ქუჩაში მხოლოდ ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად იარეთო? წიგნები დაწვით, ეშმაკის არის და განათლება მხოლოდ სამხედრო მიიღეთო? მე ძალიან შემეშინდებოდა, არა, … Continue reading

8 Comments

Filed under კინო

სხვა რეჟისორის სხვა წელიწადი სხვა სამყაროდან

მაიკ ლი ის კაცია, 1993-ში “შიშველი”, 2004-ში “ვერა დრეიკი” და 2008-ში “Happy-Go-Lucky” რომ გადაიღო, 2 წლის წინ საქართველოში რომ ჩამოვიდა და კინოთეატრი რუსთაველის დარბაზში №5 ჭეშმარიტ ღმერთზე და ჭეშმარიტ კინოზე ისაუბრა. მაიკ ლი ის კაცია, ვინც 2009 წლის თბილისის კინოფესტივალზე … Continue reading

1 Comment

Filed under Uncategorized

შუაღამე ბათუმში, მორისონი და სხვა ამბები ბათუმიდან თქვენთვის, თუ უცნაურები ხართ

გუშინ ბათუმში ჩამოვედი. 6 საათიანი უღიმღამო მგზავრობის შემდეგ სასწრაფოდ მოვწესრიგდი და ბათუმის თეატრს მივაშურე. ფესტივალის გახსნამდე ცოტა დრო იყო დარაჩენილი. ეს დრო ახლომდებარე კაფეში ესპრესოს დალევაში მალევე გავიყვანე. დარბაზში რომ შევედი სცენაზე ოთარ იოსელიანი იდგა  და საავტორო კინოზე საუბრობდა. რა კარგია … Continue reading

2 Comments

Filed under Uncategorized

მელანქოლია, ლარსი, გუერა, ალენი და დიდი იმედები შემდეგ კვირაში

ყველაფერი რომ დაგღლის უნდა აიღო ზურგჩანთა, ჩალაგო შენი საყვარელი მარილიანი ჩხირები, პავიჩის რამდენიმე ჯერ წაუკითხავი წიგნი, დიდი იმედები და მოლოდინები და წახვიდე ბათუმის კინოფესტივალზე. დილით მზის ამოსვლას უყურო, საღამოს შავი ზღვის პირქუში ტალღების ხმაურს უსმინო და შუადღეზე ნანახ ფილმებზე იფიქრო. … Continue reading

7 Comments

Filed under კინო

ზღვას გატანებული ფესტივალის ნოსტალგია

ბათუმის კინოფესტივალის ერთი კვირა ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული ერთი კვირა იყო უკანასკნეკლი ერთი წლის მანძილზე. ბათუმის კონოფესტივალის ერთი კვირა ყველაზე ლამზი ერთი კვირა იყო ჩემი უახლოესი წარსულიდან. ბათუმის კინოფესტივალის ერთ კვირას თუ ცოტათი შევცვლიდით, მთელი ცხოვრების ათასერთ კვირაში გავცვლიდი ისე, … Continue reading

2 Comments

Filed under Uncategorized

ქართველი “კინომანები” ne chantera pas.. ანუ დარბაზიდან გაქცეული საზოგადოება

დღეს, თუკი ქართველებს შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოში კინო არსებობდა და იმის თქმაც, რომ აქ როდესღაც დიდი რეჟისორებიც გვყოლია. მადლობა სულ რამდენიმე ადამიანს უნდა გადავუხადოთ: ფარაჯანოვს, მიხეილ კალატოზიშვილს, კოტე მიქაბერიძეს, მიხილ კობახიძეს და ოთარ იოსელიანის. მადლობა იქით იყოს და უნდა … Continue reading

6 Comments

Filed under Uncategorized

ყველაზე რეალისტი მეოცნების ამბავი ბათუმიდან

თქვენ იცნობთ ოსამას? არა, ოსამა ბინ ლადენი არ არის.ოსამა ყველაზე ლამაზი ქაბულელი გოგოა. ოსამას შეუძლია, რომ ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დროს ყველას დაუმტკიცოს ქალის და კაცის თანასწორობა. ოსამას შეუძლია ქოთანში ჩარგოს საკუთარი თმა და ის გაიზარდოს. თქვენ იცნობთ ოსამას? ოსამა ბინ … Continue reading

Leave a Comment

Filed under Uncategorized

თოვლით ავსებული სულის ამბები ბათუმიდან

“ყველაფერი ამქვეყნად სამყაროს საჩუქარია..” ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები.. არა, მე ჯერ არ ვბერდები.  გუშინ,  ფესტივალზე კი სული ნამდვილად ამევსო თოვლით.  ყველაზე თბილი თოვლით, რაც კი არსებობს. Precious ჯერ კიდევ ოსკარების წინა კვირაში ვნახე. მაშინ სულ … Continue reading

7 Comments

Filed under Uncategorized