Tag Archives: ფლეგმატიკი

სხვადასხვანაირი ადამიანები

ადამიანები განსხვავებული რომ არიან ერთმანეთისგან ეგ თქვენც კი გეცოდინებათ. ძველ რომშიც იცოდნენ რა თქმა უნდა. სწორედ ძველ რომში, მეორე საუკუნეში რომაელმა ექიმმა, ბუნებისმეტყველმა და ფილოსოფოსმა კლავდიუს გალენოსმა მოახდინა ადამიანის პირველი ტიპოლოგიზაცია ტემპერამენტის მიხედვით. მან ადამიანების რამდენიმე ტიპი გამოყო, რომელთაგანაც ოთხი დღესაც განიხილება როგორც ძირითადი.

ერთ-ერთთან თქვენც აღმოაჩენთ მსგავსებას.  მართალია, მე ოთხივეში ვიპოვე ჩემი თავი, მაგრამ წესით ერთ-ერთი უნდა ვიყო..

სანგვინიკი (რომელიც მეტად მხიბლავს) შთაბეჭდილებების ხშირი ცვლისკენ ისწრაფვის, გარემო მოვლენებზეც ადვილად და სწრაფად რეაგირებს. კონტაქტურია. მისი ემოციები ძირითადად დადებითია, რომლებიც სწრაფად წარმოიშვებიან და დიდ ხანს არ გრძელდებიან. ასეთი ადამიანები წარუმატებლობასაც ადვილად იტანენ, მიმნდობები და ცვალებადები არიან. 

ქოლერიკი ენერგიული, სწრაფი და ფიცხია. ძალიან სწრაფად შეიძლება შეეცვალოს ხასიათი. ადვილად ფეთქდება, გაბედულად მოქმედებს, ღტულ სიტუაციაში შეიძლება დაკარგოს თვითკონტროლი.

ფლეგმატიკი (რომელიც ყველაზე მეტად მხიბლავს)მუდმივი ადამიანია, გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა იღებს. გულგრილი და მშვიდია, სხვისი განცდები ნაკლებად ადარდებს და საკუთარი წუხილიც მოთმინებით გადააქვს. წუწუნიც იშვიათად ახასიათებს და არასასურვლ პირობებში აპათიური ხდება.

მელანქოლიკი დეპრესიული და დათრგუნული პიროვნებაა. გარეგნულად სუსტად გამოხატავს თავის გრძნობებს, შინაგანად კი ყველაფერს ძალიან მტკივნეულად განიცდის, ძნელად მშვიდდება. არასასურველ პირობებში ეწევა ემოციონალური მგრძნობელობა.

თქვენ რომელი ხართ ამათგან?

25 Comments

Filed under Uncategorized