about me

ანუ ვინ ვარ და საიდან მოვსულვარ  

დედამ დენდი და ბარბები რომ გადამიყარა, დიდი დეპრესია დამეწყო და ხატვა დავიწყე ჩემ ცხოვრებაში უბარბობით გამოწვეული სიცარიელის ამოსავსებად. მაშინ უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, მაგრამ დღემდე ძალიან მტკივნეულად მახსოვს პირველი დღე ჩემი საყვარელი გასართობების გარეშე. მაშინ ავდექი და “ქინდერების” მთელი კოლექცია და “ლოვეს” “ნაკლეიკები” გაბრაზებულმა ჩავუძახე ნაგვის ურნაში და ვთქვი რომ გავიზარდე.

წლების მერე სკოლაც კი დავამთავრე და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე.  ახლა ჟურნალისტი ვარ, (თსუ-ელი ჟურნალისტი) და გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად ბედნიერი არ ვარ ამ ამბით. არადა, ეროვნულ გამოცდებს რომ ვაბარებდი, სულ სხვანაირად ვფიქრობდი მაშინ.

ყველაზე ძალიან მიყვარს : მიკი (მაუსი არა), ესპრესო, ინდი, ჩიპი და დეილი (თამაში დენდიზე), სქინი ჯინსიანი ახალგაზრდები(მოხუცებიც, თუმცა არ შემხვედრიან), ფერადი ტანსაცმელი, კინო, გრიმების ზღაპრები, მარტინი, დახეული ჯინსები, ლუდის დალევა ღია სივრცეში (მაგრამ ლუდი არ მიყვარს), თარხნიშვილის ლიტერატურული კაფე და მილორად პავიჩის ყველა წიგნი, რომელიც წამიკითხავს და რომელსაც წავიკითხავ.

ყველაზე ძალიან არ მიყვარს როცა მადლობას ან ბოდიშს ბევრჯერ მეუბნებიან (ერთხელ კიდევ აიტან როგორმე), საზამთრო, ვაშლი, ლატეს დალევა აბაშიძეზე, ცარიელ ქუჩაზე წითელ შუქზე გადასვლა (არც არაცარიელ), მიწისქვეშა გადასასვლელების უგულებელყოფა, ტყავის ტანსაცმელი და მონადირეები, პათეტიკა, ადამიანების დაცინვა და ტყუილი.

ხანდახან კარგი ადამიანიც ვარ. ვთვლი რომ მარტივი არ ვარ და შესაბამისად არც გენიალური ვარ. ვეთანხმები ჰიპოთეზას, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.


37 Responses to about me

  1. Bas

    ნინ, კომენტარების მოდერაცია მოხსენი :) უფრო გააცოცხლბს ბლოგს :)

  2. მოხსნილი აქვს, მარტო პირველად როცა წერ მაშინ არ აქვეყნებს შეუმოწმებლად

  3. Bas

    ეგეც მოუხსენი მერე :დ

  4. ეს გვერდი შეავსეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

    • Bas

      არარსებოოოოოოოობსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!

  5. raaa sayvarlebi arian :thinking:

  6. ui aq arian? :s
    rogor arian <3

  7. fsiqe

    დღეს დავწერ ჩემს შესახებ-ს :) )

  8. ნუუ, მგონი გულწრფელი იყო. ეგოისტი მართლაც არ ხარ, არც მარტივი ხარ და … უი, არაფერი

  9. მაინც რო მომწონხარ? :ბლუსჰ:

  10. არა მარტო მნიშვნელოვანი აღმოჩენა, ყავა რომ არალეგალურად გამოაცხადონ, ჰოლანდიაში მოვითხოვდი პოლიტიკურ თავშესაფარს;) :ძაანშესაფერისიკომენტარი:

  11. ^^ ფსიხ ^^ მიყვარხარ :*:* რომ ვკითხულობდი შენი ხმა მესმოდა იმიტომ რომ შენი ხმაც მიყვარს და უF სულ მიყვარხარ :) )) მიუხედავად შენი თავგზააბნეულობისა :) ) გულში მიყვარხარ :) ) <3

  12. ^^ ფსიხ ^^ მიყვარხარ :*:* რომ ვკითხულობდი შენი ხმა მესმოდა იმიტომ რომ შენი ხმაც მიყვარს და უF სულ მიყვარხარ )) მიუხედავად შენი თავგზააბნეულობისა ) გულში მიყვარხარ ) <3
    +1

  13. შემიყვარდა!

  14. “ერთი დახურული ჯგუფი ფეისბუქზე” – ისაა?

  15. ფსიქე :გულები: :გულები:

    შენს ებაუთ მიზე და + ერთ ფრაზაზე.. გულები გულები :დ

    • იმ ერთ ფრაზაში შენც შედიხარ და შენც გულები :დ

      • ნამ ნამ ნაამ <3
        ჰოდა შენი პროფაილ ფიქჩერი ფბ-ზე ანუ ეს სურათი.. მომწონს ძალიან <3

  16. სალამი ფსიქე ;) დღეს პირველად ვარ შენს ბლოგზე და ძალიან მომწონს ;)

  17. ძველი ებაუთ ფსიქე გახსოვს? ტყუილ-მართალი ერთად რომ იყო დახვავებული და იქედან ნამდვილი ფსიქე რომ უნდა გამოგეცნო? :)

    მომწონს განახლებული ებაუთ მი. საერთოდ, ყველა შენი ებაუთი გემრიელი იყო. ისიც, შუალედურიც. მხოლოდ მისამართები რომ გეწერა და “ან არც არაფერიო” – ასე რომ მთავრდებოდა.

    • რა კარგი გამახსენე მოლი :)
      თუ გავიხსენე ის პოსტი, იმას დავწერ თავიდან. არ მომწონს ეს ებაუთი :დ
      მადლობა :)

  18. მე შენს ებაუთს ერთი სიტყვით აღვწერდი საინტერესო :) :) :) :) :) :) :) :) :) :)

  19. იუ არ ნაის :>

  20. საინტერესო და სასიამოვნო ფრიად :)
    არადა ლატე ასწორებს <3 თანაცძალიან

  21. Very good blog. thank you so much for your time in writing the posts.

  22. The National-ს თუ უსმენ, +1 ჩემგან :)

  23. იშვიათად თუ შემხვდება მაგის მოყვარული ვინმე . მიხარია :)

  24. ოოოხოო, ფრიად საინტერესო ხარ.. თანაც მეც ჟურნალისტობას ვაპირებ …. შენი კარიერა როგორ წარიმართა?? <3

  25. გამარჯობა. მე ვარ თამუნა გურჩიანი, ევროპის სახლის კულტ. პროგრამების მენეჯერი. ჩვენ, ევროპის სახლი 8-11 მარტს ვაწყობთ ტრეინინგს ბლოგერებისთვის. თუ მონაწილეობა თქვენთვის (ან თქვენი ნაცნობებისთვის) საინტერესოა, მომწერეთ თქვენი ი-მეილი, სადაც შემიძლია გამოგიგზავნოთ ინფორმაცია და ანკეტა.

    • მოგწერეთ იმ მეილზე, რომელიც კომენტარის დაწერისას მიუთითეთ ინფოში : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s