ყველას თავისი პროტესტი აქვს

სასაცილოა იმაზე მსჯელობა რომ პროტესტის გამოხატვა ყველა ადამიანს შეუძლია. შეიძლება გქონდეს ან არ გქონდეს პროტესტი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს პროტესტის ფორმა, მაგრამ ალბათ აუცილებელია იმაზე შეთანხმება რომ პროტესტის გამოხატვისთვის ყველას თავისი ფორმა აქვს, ჩემთვის მოსაწონი ან არ მოსაწონი, მაგრამ შენთვის მისაღები, ანდა პირიქით, თქვენთვის მიუღებელი და ჩემთვის მისაღები – არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ერთი აზრი ვერ ექნება და არც არის საჭირო რომ ჰქონდეს. საჭირო ის არის რომ ყველამ სხვის აზრს და გამოხატვას სცეს პატივი, თუნდაც იმიტომ რომ არ დაკარგოს საკუთარი ღირსება.

ამ ყველაფერს ამხელა შესავალი იმიტომ გავუკეთე რომ ფეისბუქზე ვირუსივით გავრცელდა ვიდეო გუდიაშვილის სკვერიდან. გუდიაშვილის სკვერის ამბებს როგორმე ჩემს გარეშეც გაიგებდით, ამიტომ ახლა ამაზე არაფერს დავწერ, თუ მაინც ჯერ არაფერი იცით, გადახედეთ.

ვიდეოს შინაარსი ასეთი იყო, გოგონა ზის გუდიაშვილის სკვერში და ყიდის საკუთარ რძეს, რომელსაც იქვე იწველის (არ ვიცი როგორ ქვია თუ ეძახიან ამას, იმედია სხვა სახელი ჰქვია და მე არ ვიცი, იმიტომ რომ “იწველის” ძალიან ცუდად ჟღერს). არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას თუ რატომ აკეთებს ის ამას, მაგრამ მე ძალიან არ მესიამოვნა ფეისბუქზე დაწერილი კომენტარები ამის შესახებ. მე ვფიქრობ ეს რომც არ ყოფილიყო პროტესტი, რომც არ ყოფილიყო პერფორმანსი, რომც არ განგვეხილა ხელოვნების კუთხით, არავის საქმე არ არის ვინ სად და როგორ გაყიდის საკუთარ რძეს ან თუნდაც რაიმე სხვას. კომენტარები “მოგი@@@ნთ მინიფესტი”, “ქართველობას გვართმევენ” და ა.შ. ჩემთვის ძალიან მიუღებელია. გამოსავალი მარტივია -არ მოგწონს? გაიარე.

დღეს მეც ვიყავი გუდიაშვილის სკვერში და გულწრფელად რომ ვთქვა ერთი შეხედვით ჩემთვისაც არ იყო დიდად ესთეტიური რძის “მოწველის” სანახაობა, მაგრამ ერთი შეხედვით ესთეტური არ არის ჩემი საყვარელი რეჟისორის ფილმებიც, მეტიც -ამაზრზენია. ესთეტური არ არის ბევრი მხატვრის ტილო, ესთეტური არ არის ბევრი რომანი,  ბევრი რამე არ არის ესთეტური. საერთოდ, ესთეტურობაც სუბიექტური ცნებაა, რაც ჩემთვის ესთეტურია, სხვისთვის პირიქით და ა.შ.

ისე, რომ დავფიქრდი არაესთეტური რაღაცები უფრო გვაფიქრებენ, თუნდაც “ლაქტ-აქცია” გუდიაშვილის სკვერში. რისი გამოხატვა შეიძლებოდა სდომოდა ამ გოგონას?
იქნებ იმის რომ იყიდება ყველაფერი და თუ ყველაფერი იყიდება, დედა გაყიდის საკუთარ რძეს, რომელიც ძალიან ინტიმურია, რომლითაც ის ზრდის შვილებს, მომავალ თაობას, ახალი საზოგადოებისთვის, მაგრამ  თუ ვყიდით აწმყოს და წარსულს (ამ შემთხვევაში ისტორიულ ადგილს), ვყიდით სულიერ საზრდოს მომავალი თაობისთვის. მაშინ რატომ არ გავყიდოთ ფიზიკური საზრდოც?!

ან იქნებ იმის რომ ახალი საზოგადოება უკვე არსებობს და ის გუდიაშვილის სკვერში თავმოყრილი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამაგრებენ ფასეულობებს, რომლებმაც ისწავლეს არააგრესიული ფორმით გაპროტესტება, რომლებიც როგორც იქნა შეეშვნენ “გადადექის” ყვირილს და დაიწყეს ზრუნვა გარემოზე, ქალქაზე და იქნებ ამ გოგონას უნდოდა ენიშნებინა ჩვენთვის, რომ ახალ საზოგადოებას, რომელიც მორალურად ძველზე მაღლა დგას, ისევე ჭირდება მხარდაჭერა როგორც დედის რძე ჩვილ ბავშვებს?!

ან იქნებ სულ სხვა რამის. ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით ყველაფერი და ალბათ ყველა მნახველმა თავისებურად აღიქვა.

იქნებ სინამდვილეში სულაც არაფერი ჩაუფიქრებია განსაკუთრებული და უბრალოდ ის გაყიდა რაც ჰქონდა და ამით შეუერთდა პროსტესტს? გაყიდა ისე, როგორც სხვები ყიდდნენ საყურეებს, ბუკლეტებს საბჭოთა ისტორიიდან, ლარიანებს ორ ლარად, რიყის ქვებს და ათას რამეს, გაყიდვა ხომ ყველაფრის შეიძლებოდა.  მერე კი უსაქმურებმა დაიწყეს გმობა. ამ შემთხვევაში ჩემთვის სანახაობა ვიზუალური კუთხით ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. გემოვნების საკითხია პროტესტის ფორმაც და მისი აღქმაც, მე შეიძლება მირჩევნია მოვუსმინო სიტყვით გამოსვლას, ვუყურო ცეკვას. სხვამ იყიდოს რძე და დალიოს რძიანი ყავა, რის გაფიქრებაზეც მე ალბათ შემაჟრჟოლებს, მაგრამ ვიტყვი რომ იმ გოგონას საქციელი არ არის დანაშაული, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ მორალისტები და მისი პროტესტი წარმატებით შედგა, თუ მან ერთ ადამიანამდე მაინც მიიტანა ეს პროტესტი. ფორმებს და გემოვნებას აქ მნიშვნელობა არ აქვს.

ჩემი აზრით მორალის კითხვა, დაცინვა, გინება, ლანძღვა და სხვა უარყოფითი საქციელები, რაც ვიდეოს მოჰყვა უბრალოდ ცუდი საქციელია. და საერთოდაც ცუდი საქციელია ‘მორალისტობა’ თუკი არ მოგწონს “სალო” დაე ნუ უყურებ მას, იმიტომ რომ ყველას თავისი ესთეტიკა აქვს.

Advertisement

9 Comments

Filed under Uncategorized

9 Responses to ყველას თავისი პროტესტი აქვს

  1. ჩვენ ყველაფერს ვყიდით, საკუთარ სულსაც და სხეულსაც :( ვიდეოს ნახვა ვერ გავბედე, ვიცი საშინლად ვიგრძნობ ტავს, მივხვდები რამხელა პრობლემის წინაშე დგას მთელი ერი. ვერ გავბედავ მის განკითხვას. ხოდა უბრალოდ გავივლი :(

  2. salo – ს განსაკუთრებით მძღნერის წრე ისეთი არაესთეტიურია,მაგრამ რა ზუსტად გამოხატავს მდგომარეობას :) ჩემი აზრით, ამ გოგომ ჩადო ის აზრი, რომ ვყიდი ძალიან ძვირფასს – რძეს, რომელიც ჩვილისთვის არის ბუნებით განკუთვნილი, მაგრამ მიღირს :) არა?

    • არ ვიცი. ეს იმ გოგოს უნდა ვკითხოთ თავად :)
      მაგრამ მე ის არ მომწონს რომ ამის გარშემო ატყდა ერთი ამბავი, სულ რომ არანაირი დატვირთვა არ ჰქონოდა მის საქციელს, ასეთი აჟიოტაჟი არ უნდა გამოეწვია.
      მე შეიძლება იმასაც კი არ ვეთანხმები რომ გუდიაშვილის სკვერს მართლა ყიდიან, იმიტომ რომ თქვეს არ ვყიდითო და მე დავიჯერე, მაგრამ იმ ადამიანს უნდოდა ამ სახით პროტესტის გამოხატვა და გამოხატა და რა ჩვენი საქმეა თუ არ მოგვწონს?! თუ არ მოგვწონს ნუ შევხედავთ

      • გასაგებია შენი პოზოცია და მისაღები, ნუ ჩემთვის.ისე მე არაესთეტიურად არ მომჩვენებია ეს ყველაფერი და მესაყვარლად კიდეც :)

  3. შეფასების უფლება ხომ გვაქვს? :)
    არ ვუკრძალავთ. არ ვამბობთ – დედა, ეს რა ქნა. ვაიმე, ძუძუ გამოაჩინა ხვალ რას იზამს… უსირცხვილო ეს, ვის ოჯახშიც ეს შევა…
    არაფერი ეგეთი – უბრალოდ ვაფასებთ პერფორმანსს.
    ჰოდა ამის უფლება ყველას აქვს.
    შენ, როგორც ლიბერალსა და მემარჯვენეს არ გეკადრები ჩვენი გაკიცხვა :)

  4. ძალიან საინტერესოა იყიდა კი ვინმემ მისი რძე??
    მართლაც ძალიან მაინტერესებს ვინმემ თუ შეიძინა.
    ჩვილისთვის მის რძეს არავინ იყიდდა და საერთოდ თუ ვინმემ იყიდა, მხოლოდ ფორმალობისთვის და ამ ქალმა ეს მშვენივარდ იცოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ პროტესტისთვის გააკეთა. ყველამ თავისებურად აღიქვა მისი პერფორმანსი და ყველას პირადი სუბიექტური აზრი აქვს ამის მიმართ. ეს ვისთვის ამორალური საქციელია , ვისთვის სულის შემძვრელი სანახაობა. მე კი ვფიქრობ რომ ეს ყველფერი შეუსაბამო იყო ამ დღესთან დაკავშირებით, ორაზროვანი და რთულად აღსაქმელი. დიახ ეს ასე იყო და ხალხამც ამიტომ ვერ მიიღი და გაიგო ისე როგორც თავად პერფრომანსიის ავტორს სურდა გაეგოთ.

    • მე ვიყიდე.
      ირლანდიულ ვისკის გავურიე და მშვენიერი ბეილისი გამოვიდა.

  5. ოჰო, რაღაც დაუჯერებლად ჟღერს ლორდ,… :x

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s