ჯვარს ეცვი თუ გინდა! თბილისში დარჩენილი ადამიანებისთვის შემოდგომა თითქმის არასოდეს დგება. არც გაზაფხული, არც ზამთარი და საერთოდაც, რთულია თბილისში სხვადასხვა სეზონები, სითბოები და სიმშვიდეები მთელი თავიანთი დადებითი მხარეებით თუ არა ოდნავ მაინც იგრძნო. თბილისში მარტო ვერასდროს დარჩები.
პატარა ქალაქია თბილისი, მაგრამ ასე თუ ისე მაინც დიდი ქალაქის ცხოვრებით გვიწევს ცხოვრება. არადა დიდ ქალაქებშიც კი შეიძლება იპოვო სიმშვიდე. თბილისში -არა! არადა ზოგჯერ ხომ ისე ძალიან მოგინდება მარტო დარჩენა ხეებთან, ბალახებთან, ყვითელ ფოთლებთან, მიწასთან, ცასთან, ნაკადულებთან, ელფებთან, თოლიებთან, პეპლებთან, ციყვებთან, ირმებთან, საკუთარ თავთან.. ხომ არის ზოგჯერ რომ გინდა დაწვე ბალახებზე, ხეებქვეშ და არაფერზე იფიქრო, უსმინო საყვარელ მუსიკას, ითვალო ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები, ხეებზე დარჩენილი შეყვითლებული ფოთლები, გადამფრენი ფრინველების გუნდები, წამები, როცა მშვიდად ხარ, ბედნიერი მომენტები აბსტრაქტული არქივებიდან და ის ბედნიერი მომენტებიც, რომლებიც ჯერ არქვიში არ შესულა, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა.
ბეტონის ქალაქის სივრცეებში რომ პარკებია იქ გარბიხარ, თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ, წვები ხეებქვეშ, თვალებს ხუჭავ, ყურსასმენებს იკეთებ, იმიტირებულ ბუნებაში ხარ, ხელოვნურ სივრცეში, მაგრამ აქ ხეებია, ფოთლებია, სივრცეა, თუნდაც მცირე სივრცე, თუნდაც ხელოვნური, მაგრამ მაინც სხვაზე ნამდვილი. ყველაზე ნამდვილი სივრცე ბეტონის ქალაქში. შენ, ვისაც ყველაზე მეტად გიყვარს ხანდახან განმარტოება წევხარ და ფიქრობ ფერიებზე, ელფებზე, ჩიტებზე, მომენტებზე არქივებიდან და მომავალი არქივებიდან, ჯადოქრებზე, ჩამოცვენილ და ხეზე დარჩენილ ფოთლებზე, არარეალურ სამყაროებზე და ქრები ჩაკეტილი სივრცეებიდან, ხეები გიფარავენ, ხეები გიკედლებენ, ხეებს უყვარხარ. შენც გიყვარს ისინი. მათ ესმით ყველაფერი შენი, იმახსოვრებენ, ფოთლებს გაყრიან და თავის ნაწილად გაქცევენ, თავის სამყაროში გიღებენ ისე რომ არაფერს ითხოვენ შენგან და შენ უფრო გიყვარს ისინი ამის გამო. აქ ყველაზე მშვიდად ხარ, აქ შენი სახლია.
ბედნიერი ხარ, გინდა ადგე და ირბინო, ყველა ხეს ჩაეხუტო და მადლობა უთხრა სიმშვიდეებისთვის, შემოდგომისთვის,
წარსულებისთვის, მომავლებისთვის, არაფრისთვის, ყველაფრისთვის, თვალებს ახელ, ყურსასმენებს იხსნი და ვიღაც იმბეცილი გეკითხება “პლეხანოველი ხარ?” “რას უსმენ?” “რა გქვია?” და გძულს ყველაფერი, ქრებიან ხეები, ტყეები, ფოთლები, ელფები, ბედნიერი მომენტები წარსულებიდან, მომავლებიდან, სითბოები, სიყვარულები, ნაკადულები, შემოდგომები, გაზაფხულები და რცები ისევ ნაცრისფერი ბეტონის და უფრო ნაცრისფერი ადამიანების ქალაქში. გაქცევა გინდა.

ზუსტად გუშინ მეტროში ვკითხულობდი, თან მუსიკას ვუსმენდი და “ვიღაც იმბეცილებმა” შემიშალეს ხელი “სადანა მიდიხარ დაია” ტექსტით
ისეთი საშინლები არიან
Tbili xar : )))
ვა პლეხანოველი ხარ? ;დ ;დ აი ბედნიერი ჩემტვის პატარა სულ პაწაწინა ქალაქში ვცხოვრობ სახელად ხობში სადაც შემოდგომაც არის და გაზაფხულიც,
როგორ მესმის…
იქნებ ამიტომაც აღარ გვსურს სამოქალაქო ატვივობა ახალგაზრდებს მერე. ყელში გვაქვს ყველაფერი…
Pingback: საზოგადოების “დაუნი” წარმომადგენლები, ანუ რა შემემთხვა მეტროში | გრაფინიას ბლოგი
Pingback: საზოგადოების “დაუნი” წარმომადგენლები, ანუ რა შემემთხვა მეტროში | გრაფინიას ბლოგი
მსგავს იმბეცილებს ისე ვაიგნორებ,ჩვევაში გადამივიდა)
მგონი, ცოტა გაზვიადებულია.ნუ, გაზვიადებული თუ არაა, მაშინ მსგავს შეკითხვებს და ჩარევებს ყურედღება არ უნდა მიაქციო, არ უნდა გააფუჭებინო გუნება, იმჰო
უპასუხებ, გაიკეთებ ისევ ყურსასმენებს და წავიდა ყველაფერი თავიდან ^_^
სახლთან ახლოს 2 ერთმანეთზე გადასარევი პარკი რომ არ მქონდეს, აქამდე ალბათ კაი ხნის ჩამომხრჩვალი მექნება თავი, რაც კაპიტალიზმმა ურბანულ გარემოში გამომკეტა, ეგენი შემრჩა ნუგეშად
ხოოდა, იმბეცილები ხო, მარა დიდი არაფერი, იგნორი და ბედნიერება
მე ალბათ “სხვა სათვალით” დავდივარ
) ულამაზესი შემოდგომაა წელს თბილისში, დღევანდელ დღეს თუ არ ჩავთვლით (თათები სულ გამეყინა გაჩერებაზე) ცუდი მარტო ერთი რამ არის.. ჩვენს შემოდგომას სულ წვავენ
( ყველა პარკში, ქუჩაში ფოთლებისგან შემდგარი გუნდები იწვის
(
გულზე მომხვდა შენი პოსტი, მეტირება, ისე მინდა ქალაქიდან გასვლა, ჩემი საყვარელი სეზონია შემოდგომა და ვერც მოსვლა გავიგე, ვერც წასვლა
აი, ამიტომ არსებობს თბილისის ბოტანიკური ბაღი. სადაც იმდენი მყუდრო ადგილია, რომ ვერცერთი ასეთი ტიპი ვერ მოგაგნებს და შესაბამისად ვერც ვერავინ გაგიწყალებს გულს მსგავსი შეკითხვებით :> მხოლოდ პატარა მდინარის ჩუხჩუხი, ჩიტების ჭიკ-ჭიკ და ჭრიჭინების ხმაური ისმის. ხეების არჩევანიც დიდია, რომლის ქვეშაც გინდა წამოწექი, უსმინე მუსიკას და წიგნები იკითხე. ერთხელ შენი აკუტაგავაც მყავდა წაყვანილი. თან, მე იქ ჩემი ერთი საიდუმლო ადგილი მაქვს :spy: