ფოტოების გადაღებას ფოტოხელოვნებას იმიტომ უწოდებენ, რომ ხელოვნებაა. ხოლო ზოგადად ხელოვნება, რაც არ უნდა არაესთეტიური იყოს ის, მაინც ესთეტიურია (მაგალითისთვის იხ. ბმულები).
ამ პოსტს მთელი ეს შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ მინდა ფეისბუქის ფოტოკონკურსებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი და ყველაზე გავრცელებული შემთხვევა განვიხილო. მოგეხსენებათ, ფბ-ს სხვადასხვა ფეიჯები აქტიურად ატარებენ ფოტო კონკურსებს და ძალიან ბევრი ადამიანი ამ კონკურსებში იღებს მონაწილეობას. მართალია ძალიან ბევრი კარგი ფოტოც იდება, მაგრამ…
შემთხვევებს განვიხილავ საქართველოს ბანკის ფეიჯის ფოტო კონკურსებიდან. რაღა თქმა უნდა კონკურსის მონაწილეების იმბეცილობა არც ბანკის და არც კონკურსების ორგანიზატორების ბრალი არაა. განსახილველი ფეიჯი ავარჩიე იმ პრინციპით, რომ ყველაზე აქტიური ფეიჯია და საკონკურსო მასალა ყველაზე მეტი აქ შეიძლება მოიძიო, თუმცა არც სხვაგანაა ნაკლები.
შემთხვევა 1
ფოტო კონკურსი – LOVE.BOG.GE
თუ ვინმე მიპასუხებს შეკითხვებზე:
1. რატომ აზრი დევს წინამდებარე ფოტოში?
2. რატომ უნდა მოგვეწონოს ასეთი უნიჭო ფოტო?
3. რატომ უნდა მოგვეწონოს ასეთი უხარისხო ფოტო?
4. რა კავშირი აქვს ამ ფოტოს კონკურსის თემასთან?
5. რა შუაშია რომანტიკასთან ბავშვი?
6. და ეს უაზროდ და ულამაზოდ შიშველი ზურგი ვიღაცის?
მე მზად ვარ მის წინაშე ქედი მოვიხარო
იხ. ფოტო
შემთხვევა 2
Greatest.love.bog.ge
ამ კონკურსში როგორც ვიცი ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ და გასაგებია მათი სიმრავლე, მაგრამ იქნებ ვინმეს რამე ბრწყინვალე იდეა გქონდეთ და მითხრათ რა არის განსაკუთრებული ამ ფოტოზე და რატომ უნდა გაიმარჯვოს ასეთმა ფოტომ კონკურსში, მაშინ როცა საშუალოდ 200 000 ბავშვი და მშობელი იღებს საახალწლოდ მსგავს და შეიძლება უკეთესი ხარისხის და უფრო კრეატიულ ფოტოებს.
მაპატიოს ფოტოს ავტორმა, მაგრამ ზედ აღბეჭდილი ადამიანები მაინც რომ იყვნენ ლამაზები, უხარისხობა და უნიჭობა იქნებ დაგვევიწყებინა კიდეც.
შემთხვევა 3
PetsLove.bog.ge
შემდეგი შეკითხვა: რითაა ეს ფოტო განსაკუთრებული ან საინტერესო? იმით რომ ზედ ბავშვი და ძაღლი არიან აღბეჭდილი? და კიდევ, რა შუაშია აქ ბავშვი? გასაგებია რომ მშობლები არაადეკვატურები არიან, როცა საქმე მათ შვილებს ეხებათ, მაგრამ მაინც, რატომ უნდა გაიმარჯვოს ასეთმა ფოტომ კონკურსში? (თუ უინტერესო და უხარისხო ფოტოების კონკურსი არ არის მაინც და მაინც?) 
შემთხვევა 4
Future of Georgia
მე მეგონა საქართველოს მომავალი ნატოში შესვლა და მდგრადი ეკონომიკის განვითარება იყო და თურმე გაბავშვება ყოფილა საქართველოს მომავალი, თანაც უხარისხო. 
შემთხვევა 5
Treasure of Georgia
ეს ბავშვი ყოფილა საქართველოს საგანძური და დააფასეთ გეთაყვა

და ბოლოს: გასაგებია, რომ შვილები ასე ძალიან გიყვართ, მაგრამ ვინც მეტყვის რატომ უყვართ მშობლებს ასე ძალიან საბავშვო პორნო საკუთარი შვილების მონაწილეობით, მე მას გადავცემ ყველაზე ჭკვიანი ადამიანის სტატუსს.
იხ. ფოტოები:
რაღა თქმა უნდა სულ ეს არ იყო, სხვა დანარჩენისთვის იხილეთ საკონკურსო ალბომები და თუ რომელიმე “სამაგალითო” მშობელი თქვენი ნაცნობი აღმოჩნდა, იქნებ უთხრათ კიდეც, რომ ბავშვები თოჯინები არ არიან, ხარისხი ყველაფერში მნიშვნელოვანია და მთავარი მონაწილეობა კი არა, გამარჯვებაა.
და კიდევ, თუ ფიქრობთ რომ ვინმე ფოტოს იმიტომ დაგილაიქებთ, რომ “ნახე რა საყვარელი ბავშვია”, ძალიან ცდებით, მასეთი საყვარელია ყველა ბავშვი და თანაც ალბომის 196-დან 195 ბავშვის ფოტოა. სამწუხაროდ თითქმის ყველა უხარისხო. იქნებ და ვიყოთ ცოტა უფრო კრეატიულები და დავანებოთ თავი საკუთარი შვილებით თამაშს?




ისე ზოგი ბავშვი მართლა მთელი გულით მეცოდება იდიოტი მშობლების ხელში
საშინელი ფოტოებია…
ბოლო ფოტო რაც არის, არც ვიცი ამას რა დავარქვა. მეზარება, თორემ ვუჩივლებდი მაინც.
არ ვიცი, რომელი კონკურსი იყო, იქნებ სულაც სხვა ბანკი ან კიდევ რაღაც ატარებდა, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირა ფბ-ს პიემი აფეთქებული მქონდა. ვიღაც თავგანწირული ქალი მწერდა და მწერდა – ბავშვი მონაწილეობს კონკურსში, ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანია და იქნებ დაალაიქოთო. თან ყოველდღე. თან ქულების აპდეითებსაც აყოლებდა – დღეს ხუთეულში ვართო, უკვე მესამეზე გადავედითო, პირველ ადგილს არაფერი გვაშორებსო… ტვინი წაიღო
საბავშვო პორნოგრაფიაზე ადრეც წერდნენ. ეს საბავშვო სილამაზის კონკურსები პედოფილიაა, აბა რა ჯანდაბაა
იმბეცილები