როცა ბედნიერი ვარ არც მუშაობა შემიძლია და არც წერა (პრინციპში წერაა ჩემი სამუშაო. აბა სხვა რა უნდა აკეთოს დამწყებმა ჟურნალისტმა, რომელსაც კატეგორიულად გადაწყვეტილი აქვს ტელევიზიას და რადიოს არ გაეკაროს) როცა თავს უბედურად ვგრძნობ.. არ ვიცი რა ხდება, თავი უბედურად არასოდეს მიგრძვნია. ბოლოს შევუთანხმდი საკუთარ თავს, რომ ზედმეტი ბედნიერება, ისევე როგორც ზედმეტი გულახდილობა დამღუპველია და წერის სურვილიც დამიბრუნდა. (რამხელა ნიჭია საკუთარ თავთან აფერისტობა რომ შეგიძლია)
თავის მოტყუება
“დედა, თქვენ ყველაფერს აკეთებთ ჩემთვის.. თქვენ იმდენ რამეს აკეთებთ ჩემთვის, რომ მე გასაკეთებელი არაფერი მრჩება და ხანდახან მიკვირს კიდეც საერთოდ რატომ ვარსებობ. საკმარისია რამე მოვინდომო, რომ ყველაფერი მექნება.. არც კი ვიცი საიდან, უბრალოდ მომიტანთ, მიყიდით, გამიკეთებთ.. დედა, არასდროს გიფიქრია, რომ უთქვენოდ მე არაფერი ვარ?”
სწორედ ამ თემაზე კამათით იწყებოდა ერთი სპექტაკლი თავისუფალ თეატრში, რომელიც ამ საკითხზე არ იყო, მაგრამ მთელი სპექტაკლი მარტო პირველ 5 წუთად ღირდა, (დანარჩენ 2 საათს თუ შევაფასებთ, ვფიქრობ სულაც არ უნდა დაედგათ სპექტაკლი. მაგრამ ამაზე მერე). მაშინ ვინატრე, რომ მსოფლიოს ყველა დედები (არა, მსოფლიოს არა, საქართველოს) უნდა მიეწვიათ თავისუფალ თეატრში და სულ 5 წუთით მაინც ეთქვათ მათთვის ის სიმართლე, რასაც საკუთარი შვილები არ ეუბნებიან, ან რასაც საკუთარ შვილებს არ უსმენენ.
“დედა, იცი? მე არაფერი მომივა თუკი ინტერვიუზე ქალაქის მეორე ბოლოში ტაქსით წავალ და არა მამაჩემის მანქანით”
“დედა, იცი? მე არაფერი დამემართება, თუკი ლექციების მერე მეგობრებთან წავალ და სახლში გვიან დავბრუნდები”
“დედა, იცი? მე არ წამომადგება მძინარეს თავზე სერიული მკვლელი, თუკი მეგობართან დავრჩები ღამით. იქ მანიაკები არ ცხოვრობენ. იქ მისი მშობლები ცხოვრობენ.”
“დედა იცი? მე დილის 8ზე არასოდეს ვიღვიძებ, მათ შორის მაშინაც, როცა მეგობართან ვრჩები და შუადღეზე რომ დაიწყო რეკვა მგონი ყველასთვის უკეთესი იქნება”
“დედა, იცი? მე შემიძლია ჩემი ქუჩის ბოლომდე გავაცილო მეგობრები ისე, რომ მერე უკან გზას მოვაგნო”
“დედა, იცი? მე შემიძლია სახლში მარტომ გავათენო ღამე”
“დედა იცი? მე სახლში მაინც მოვალ, შენ რომ არ დამირეკო”
“დედა იცი? მე შემიძლია ბანკში წავიდე და ინტერნეტის ფული გადავიხადო”
“დედა, იცი? დედაჩემი რომ არ იყო, შენ შვილს ვურჩევდი სახლიდან წასულიყო”
“დედა, იცი? მართალია შენი შვილი ვარ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი გამეორება ვიყო”
“დედა, გახსოვს როგორი იყავი 20 წლის წინ?”
“დედა, რამდენი წლის იყავი რომ დაიბადე?
“დედა, იცი? შენ რომ არ მითხრა, მაინც არ დამრჩება სახლში ანთებული გაზის ქურა”
“დედა, იცი? ქუჩაში ფრთხილად მაინც არასოდეს ვარ. იმიტომ რომ საფრთხე რეალურად არ არსებობს”
“დედა, იცი?”
“დედა, საერთოდ იცი რომ გავიზარდე?”
“დედა 20 წელი გავიდა..”
“დედა არასოდეს მიყვარდა სათბურები..”
“დედა, რამე გაწყენინე დაბადებამდე?”
“დედა, რატომ?”
“დედა, მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ”
“დედა, რატომ არ შეგიძლია შენც ასეთი გიყვარდე?”
“დედა, იცი, რომ რასაც გეუბნები მარაზმია?”
“დედა, იცი, რომ ამას მე არ უნდა გეუბნებოდე?”

მივესალმები მსგავს ინიციატივას…
გული დამეწვა))
ვახ, ამას ხო ვერ დაასწრებ დაპოსტვას)))
პ.ს. მთლიანად არ წამიკითხავს პოსტი და წყალდიდობაზე ისაუბრე?))
წყალდიდობა, აპოკალიფსი, 2012, რუსთაველი და თბილისელი მანიაკების დაბრუნდება, ანტიქრისტეს გამოცხადება და ა.შ. coming soon..
:/
ნინ?
საყვარელო, დედა გახდები და ყველა ამ კითხვაზე პასუხიც გაგიჩნდეაბა. თუმცა, მე ეს კითხვები არ გამჩენია. აი, ამის გარდა:
“დედა, იცი? შენ რომ არ მითხრა, მაინც არ დამრჩება სახლში ანთებული გაზის ქურა”
პ.ს. დედა არ არის სახლში ახლა და მამას არ გაუფრთხილებივარ, ხოდა, იმ დღეს გაზის ზემდან, წყლის გამაცხელებლისა და მოშვებული ონკანის გადაკეტვა დამავიწყდა.
ეგ პასუხი განსაკუთრებით მაშინ მიყვარს, როცა ცინიზმის ხასიათზე ვარ “რომ მიყვარხარ იმიტომ გკეტავ სათბურში”
პოსტი მომეწონა, მაგრამ ზოგი პუნქტი დედაჩემის მიმართ უსამართლო იქნებოდა
მადლობა
აი ამიტომ უნდა მიდიოდეს ბოვშვი სახლიდან 17-18 წლის ასაკში
ჰო საბ, 17-18 წლის რომ გახდები სახლიდან წადი
:დ დამაგვიანდა მარა მივდივარ :დ
მე მაგალითად ჩემს შვილს გავაგდებ 17 წლის ასაკში სახლიდან :დ
ჰო, მეც გამიხარდება მაგ ასაკში თუ წავა. მისთვის იქნება უკეთესი პირველ რიგში. მაგრამ ამისთვის საჭიროა ისე გაზარდო, რომ მაგ ასაკში წასვლა რეალურად შეეძლოს. თორემ მანამდე თუ სათბურში გაზრდი და 17 წლისას სახლიდან გააგდებ, ვერაფერს ვერ გააკეთებს ცხოვრებაში. ნუ თუ არ გააგდებ მაინც ვერ გააკეთებს
გოჭ, ნუ დარდობ
(((( მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი რადიკალურად სხვანაირია და იცი როგორიც
მაინც მესმის შენი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მესმის შენი მეც ისეთი დედა ვიქნები როგორიც დედაშენია
(((((((( ასე მგონია მე…
კარგი რა ბუ
ასეთი დედა ვერ იქნებოდი. ასეთი დედა ერთია მარტო დედამიწის ზურგზე
არა ბუ :*:*:*:* მაგას ჯობს დაჯდე დაელაპარაკო ან ეგ პოსტი წააკითხო
)))))) მიყვარხარ :*
განვაგრძო წყლის ნაყვა
ახლა წარმოვიდგინე 17 წლის შვილი რომ მეყოლება რა მაგარი იქნება :დ ლოლ :დ
ხო, ბუ
ფუცკ ოფ!
შენა და სახლიდან რო წახვიდე ვერა?
მეგობართან ერთად რო იქირავო ან რავი
ბოლოს და ბოლოს გათხოვდი :დ ლოლ
gadi ra
))
))
miyvars me chemi saxli
dedac miyvars, ubralod dges gamabraza da samagiero gadavuxade blogze :d aba pirdapir amas ver vetyodi da :s
ჰოდა იყავი მაშინ მასე :დ
ra gchirs, ra moxda aseti :*
P.S. posti momewona dzlian
მე მოგიკვდი დამეთუთქა გული . ხანდახან ზედმეტები მოსდით და ზედმეტ კითხვებსაც სვამენ მშობლები ნუ დედაჩემს შველის სკაიპის ან ტელეფონის გათიშვა ხვდება რომ ზღვარს გადასცდა აი სხვა დედებთან როგორაა საქმე ვერ ვერკვევი მწირი გამოცდილება მაქვს სულ 10 თუ 11 წელი და ვერაფერს გირჩევ სკაიპში და ტელეფონში კარგები ჩანან სახლში არ ვიცი დედები როგორები არიან .
ამას ვკითხულობდი და თან თითქოს შენი ხმა მესმოდა ამას როგორ ამბობ, ტექსტის პირველი ასოდან სულ ბოლო ასომდე, თან ისე, ზოგჯერ… აი, როგორ გითხრა… მოკლედ შენი გარკვეული ინტონაცია და სახის მიმიკა დავიჭირე.
მე კიდევ, ამ ბოლო კომენტარს რო ვკითხულობდი, სულ შენი ხმა ჩამესმოდა ნაცნობი ინტონაციით…
))
როგორც ილარიონი იტყოდა:
ბებიამ იცის, რომ ბლოგერობ?
მეც აქ ვარ კი არადა ზუსტად მასე ვარ მეც.
ეს პოსტი ჩევნმა საუბარმა ხომ არ განაპირობა? :დ რამდენი ვიწუწუნეთ მე და შენ მაშინ :დ
თვალები ცრემლით მაქვს სავსე და კითხვას მიშლის…ახლა წერაც მიჭირს…მე დედა ვარ უკვე 36 წელია…რამდენი გატეხილი ღამეები,რამდენი ცრემლი,რამდენი სიხარული მაჩუქეს შვილებმა?!ძალიან ბევრი,თუ არსებობს ამ გრძნობაზე ძლიერი რამ,რასაც დედაშვილობა ჰქვია? ა რ ა ფ ე რ ი.!
მოკლედ +1 მარა მე რო შენხელა ვიქნები სახლიდან რო გავალ გაზის ქურას ჩართულს დამატოვებინებენ : ) :*
17-18 სახლიდან წასვლაზე კიდე, რას მერჩით?
“დედა, რამდენი წლის იყავი რომ დაიბადე?”- გენიალნო
ჩემი პოსტია.. = ))
მასე ვარ მეც… უფრო სწორად ვცდილობ აღარ ვიყო და მგნი გამომდის