თუ გინდათ რომ ქუჩაში შემოგხვდეთ

(იეეეს) კიდევ ერთი ტეგ თამაში. landwish-მა დამთაგა (ლოლ, დამტაგა რა ხმამაღალი ნათქვამია :ბლუსჰ)

თქვენ გინდათ რომ ქუჩაში შემოგხვდეთ?   მაშინ უნდა გაიღვიძოთ დილის 10 საათზე მაინც და მიაშუროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ)  მე-6, მე-2 და პირველი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებს. 3 საათის მერე იარეთ პირველი კორპუსის ეზოში და აუცილებლად დაინახავთ სადმე ბორდიურზე მჯდარ რამდენიმე  გოგოს. ცოტა მოგვიანებით შეგიძლიათ ვაკის და ვერის კაფეებში შეიხედოთ. ყველაზე ხშირად მაინც თარხნიშვილზე, ლიტერატურულ კაფეში შეიძლება ჩემი ნახვა. წინ მედგმება ყავა ან ანანასის წვენი და რაიმე მოყავისფრო ფერის ნამცხვარი. ჩემთან ერთად აუცილებლად იქნება ერთი ლამაზი გოგო მაინც. შეიძლება თან გვქონდეს და ვკითხულობდეთ ქსეროქსებს .

უნისვერსიტეტის ეზოში და ლიტერატურულ კაფეში ბევრი ქსეროქსიანი გოგო შეგხვდებათ, ამიტომ პატარა საიდუმლოს გაგამდნობთ. იცით როგორ მიცნოთ?

ძალიან მუქი შავი თმა მექნება, ახალ შენაღები, ან ძალიან ღია ყავისფერი. თუ შავი თმით ვიქნები, სავარაუდოდ მეკეთება აბადოკი და ბაფთა, თუ ყავისფერით, შეკრული და გასწორებული, საგულდაგულოდ დავარცხნილი, ჩამოსწორებული “ჩოლკით” და უკან ნაწნავით.  აი სავარაუდოდ ასე  ან ასე 

ჰო, თუ თქვენ ასეთი გარეგნობის ადამიანს დაინახავთ, დააკვირდით კიდევ ერთ დეტალს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცვას ბრჭყვიალა ტანსაცმელი და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფსიქე არ იქნება.

საღამოს საათებში ჩემი, ისევე როგორც ბევრი სხვა ბლოგერის ნახვა, შეიძლება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ცოტა მოგვიანებით შეიძლება რუსთაველზე, ან პლეხანოვზე ფეხით მომავალი მე და გაბო (იცით გაბო ჩემი ძმა რომაა?) შემოგხვდეთ, არც ერთს არ გვიყვარს ტრანსპორტით მგზავრობა. სამაგიეროდ ორივეს გვიყვარს ფეხით სიარული.

ჰო, ჯანდაბას, ვიქნები სხვების მსგავსი და ვაღიარებ, როცა მარტო ვარ აუცილებლად მიკეთია ყურსასმენები, როცა სხვებტან ერთად ვარ მაშინაც მიკეთია, უბრალოდ მაშინ არ ვუსმენ. ჩემი ყურსასმენებიდან შეიძლება გამოდიოდეს ასეთი ჟღერადობის ხმები.

ჰო, შეიძლება თან მქონდეს აპარატის ჩანთაც. ან მარტო აპარატი. ნუ, თუ თქვენ ნიკონიან გოგოს დაინახავთ კეტებით ან ბალეტკებით, დიდი შანსია ისიც მე ვიყო. ჰო, კიდევ ასეთი შესახედაობის გოგოებს თუ დაინახავთ, შეიძლება ერთ-ერთი მეც ვიყო 

დავთაგავ Lord Vader-ს, თუკი მის ბრწყინვალე ბლოგს ამისთვის მოაცდენს. დავტაგავ იმიტომ, რომ ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო :)

და ეკუსის

14 Comments

Filed under Uncategorized

14 Responses to თუ გინდათ რომ ქუჩაში შემოგხვდეთ

  1. უი, გაბო შენი ძმაა? :) ))

    პ.ს. ქერა თმა უფრო გიხდება, მგონი :)

  2. ლოლ
    ისედაც მანდ მიწევს ხოლმე გავლა
    და ერთი უნდა ვნახო ფილარმონიასთან რა ხდება საღამოობით :) ))

  3. Katieé.Ge
    არა კატ, უბრალოდ ორივე 1990 წლის 10 აპრილს დავიბადეთ და გადავწყვიტეთ, რომ ტყუპები ვართ :დ რა ბავშვურობაა, მაგრამ მაინც:პ
    სხვებიც მასე მეუბნებიან ქერაო, მე კიდევ ორჭოფობაში ჩავვარდი. მგონი უკვე მეც მასე ვფიქრობ :დ მადლობა :”)

    ჰექსე
    ჰო, გამოდი ერთხელ, აუცილებლად :) თუნდაც ხვალ

    • უი, ამ სიგიჟემ აქამდეც მოაღწია? :)
      მე უკვე დამთაგეს, თან რამდენჯერმე. ჩავთვალოთ, რომ კანტროლკა დამახალე. :)
      მე კი ასე ვფიქრობ
      აი ამას http://wp.me/PBTza-sD + აი ეს http://wp.me/PBTza-PR
      ზუსტად ეგ თემა გამოდის ერთობლიობაში :)

      • ჰო ლორდ, გეთანხმები, ვიცი რომ მარაზმიზმია, მაგრამ მთელმა ბლოგოსფერომ დაწერა, მარტო დავრჩი და მეც დავწერე :დ

      • დაგცხრილეს ლორდ? :დ

      • ჰო, მაგრამ მე ძალიან სქელკანიანი ვარ, თან ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მაცვია :)

  4. თუმცა, ბრწყინვალე ჯერ ჩემი ბლოგისთვის ჯერ არავის უწოდებია…

    ამიტომ, შეგიძლია ჩათვალო რომ სრულიად ვორდპრესულ ბლოგებზე დაწერილი საიუბილეო 200-მემილიონე პოსტი, რომლის ავტორიც მე ვყოფილვარ, შენ გეძღვნება. :)
    აი ეს http://wp.me/pBTza-WM

  5. ბაბისა

    ვერ გავიგე შათმიანი ხარ ფოტოებზე როა
    თუ მოსტაფილოსფრო თმიანი o_O

  6. PaWu

    მე დავფიქრდი და გეტყვი, რომ მემგონი ორივე ფერის თმა გიხდება… უბრალოდ სხვადასხვა სახის ადამიანად წარმოგაჩენს თითოეული … :) :*

  7. ვაა, მგონი მინახავხარ სადღაც :დ
    ბოლო სურათზე მეცნე ერთობ

  8. Lanka

    haha.. momewona nin. magram gamogrchi.. me da shen ro gviyvars fexit siaruli sie aravis ar uyvars, gabo sad iko mashin me da shen plexanovis quchebs (da aramarto) fexit ro vtelavdit :) )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s